10:36
19 იანვარი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა" და "კია მოტორს ჯორჯიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14-09-2020

„კია მოტორს ჯორჯიას“ შოურუმში, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ და „კია მოტორს ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები მომხმარებლებს არაერთ ერთობლივ აქციას, კამპანიას, სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებენ. რამდენიმე აქცია კომპანიის დირექტორებმა მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე გააჟღერეს.

შეთანხმების შედეგად, მომხმარებელი, რომელიც „კია მოტორს ჯორჯიაში“ ახალ ავტომობილს შეიძენს, სპეციალურ ენერჯი ბარათს მიიღებს, რომელზეც საჩუქრად დარიცხული ექნება 40 ლიტრი საწვავი. გარდა ამისა, აღნიშნული ენერჯი ბარათით, მომხმარებელი ბენზინსა და დიზელზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ასევე, სპეციალური ენერჯი ბარათი გადაეცემათ „კია მოტორს ჯორჯიას“ ავტოსერვისის მომხმარებლებს. ბარათის მეშვეობით, ისინი „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს 20 თეთრიანი ფასდაკლებით შეიძენენ.

AutoPlay
კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
დამოუკიდებელი კომისია ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანმო-ს კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაგვიანებულ მოქმედებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სუს-ი - ზუგდიდის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები