საფინანსო კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულმა პირებმა აქცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გამართეს. მეანაბრეები უწყებას საქმით დაინტერესებას სთხოვენ.მათი განმარტებით, უკვე 3 თვეა, რაც კუთვნილი თანხის დაბრუნებას სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს სთხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთვის პასუხი არავის გაუცია. მათი განმარტებით, პერმანენტულ აქციებს გამართავენ სანამ კუთვნილ თანხებს სრულად არ მიიღებენ.