ამერიკული კომპანია "გილიადი" საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს. კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით.
ფარმაცევტული კომპანია საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა. მედიკამენტების ვადის გასვლაში ორგანიზაცია პრობლემას ვერ ხედავს.
ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.