09:12
21 ივლისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
კომპანია ნორმალურად თვლის, ეს ამბები მოხდეს და წარმატებად მიიჩნია, რომ მგზავრები გამოიყვანეს ისე, რომ არ ამოიწვნენ სადღაც - დავით მესხიშვილი
25-04-2019

მეტროში გადაუდებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, როდესაც იწვის სადენები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც თბილისის მეტროში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დავით მესხიშვილის თქმით, მეტრო დღეს არ არის უსაფრთხო და პრობლემები, რომელიც არსებობს, არაკომპეტენტურობასთან არის პირდაპირ კავშირში.

„ბოლო პერიოდში სატრანსპორტო კომპანია მეტროდან მგზავრების ევაკუაციის ჟანრში ძალიან დიდ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და საგანგებო რეჟიმში გადარჩენას ემსახურება. გვირაბში წყალი ჩამოდის, ხანძარი გაჩნდა სადენებზე და ამავდროულად ამბობენ, რომ მეტრო არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა იტყუებიან, მეტრო დღეს არის საფრთხის შემცველი. აქამდე მივედით არაკომპეტენტური მენეჯმენტის და პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრის შედეგად. კომპანია ნორმალურად თვლის, რომ ეს ამბები მოხდეს და წარმატებად მიიჩნია ის, რომ მგზავრები გამოიყვანეს ისე, რომ არ ამოიწვნენ სადღაც. სად არის რისკების შეფასების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ფორსმაჟორში რაღაც არის შესაცვლელი და გასაკეთებელი? რომელი მომავალი წლის რემონტებზეა საუბარი, არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა არის, რომ საბიუჯეტო სახსრების განაწილება არ ხდება პრიორიტეტების შესაბამისად“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები