კომპანია Microsoft-ი აშშ-ში მცხოვრები თანამშრომლებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს სულ მცირე 2021 წლის 19 იანვრის ჩათვლით ახანგრძლივებს,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას თითოეული იმ რეგიონის/ქვეყნის/შტატისთვის, სადაც ვმუშაობთ და თარიღებს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შევარჩევთ,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანია Google-მა განაცხადა, რომ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას სულ მცირე 2021 წლის ივნისის ბოლომდე მისცემს.