სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი ახალი საწარმო "მანნა" საექსპორტო ბაზარს აფართოებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, კომპანია პრემიუმ ხარისხის ჩაისა და ჩირს მალე ჩეხეთში გაიტანს. "მანნამ" უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარებული "კავკასსერტის" ბიო პროდუქციის წარმოებისა და ასევე, "კოშერის" სერთიფიკატები ისრაელის ბაზარზე შესასველად. საწარმო, რომელიც 2017 წელს გაიხსნა საგურამოში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეალიზებაზეა ორიენტირებული.
კომპანია აწარმოებს 9 სახეობის პრემიუმ ხარისხის ჩაის და 2 სახეობის ჩირს: შავი ქლიავისა და ხურმის ჩირებს. ჩაის წარმოებაში გამოიყენება ნედლეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ივლისიდან "მანნა" მომხმარებელს კიდევ ერთი სახეობის ჩაის შესთავაზებს, ქართული ხილისა და კენკრის არომატით.