ბერძნული გემთმფლობელი კომპანია Lotus Shipping-ი განცხადებას ავრცელებს გაუჩინარებულ გემ „პანტელენას“ შესახებ, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.განცხადებაში წერია, რომ გემი 2018 წლის 14 აგვისტოს გაბონში, ლიბრევილის პორტიდან 31 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და მასთან კავშირი 02:00 საათის შემდეგ არ დამყარებულა.„ჩვენ, „ლოტუს შიფინგის“ წარმომადგენლები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რადგან გემზე მყოფი ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. გვინდა ვთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს ამ მძიმე პერიოდში და არ გაასაჯაროონ მათი სახელები და გვარები“, – წერია Lotus Shipping-ის განცხადებაში.
იხილეთ: