კომპანია "ქიუნეტმა" ქარელში დევნილ ბავშვებს საახალწლოდ ოცნებები აუხდინა და ის საჩუქრები ჩაუტანა, რაც ბავშვებმა სურვილებში ჩაწერეს. კომპანიის სახელით, იასე ზაუტაშვილმა ზღაპრის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად 40 დევნილ პატარას სათამაშობი, ტკბილეული და სასკოლო ნივთები გადასცა. ამასთან, ანიმატორებმა საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს და ბავშვებს სხვადასხვა გასართობი თამაშები მოუწყვეს. "ქიუნეტის" წარმომადგენლების თქმით, კომპანია აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში და მომავალშიც აპირებს, მსგავსი აქტივობების განხორციელებას.