კომპანია "ჯი-თი გრუპმა" თბილისში, Ford Truck-ის ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ფორდის სატვირთო ავტომობილების ცენტრი გახსნა. ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილია და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ,,ჯი-თი ჯგუფი" საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიაში 350 ადამიანზე მეტია დასაქმებული"ჯი-თი ჯგუფი" 5 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ამ კომპანიების მიერ, 2015-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 22 მილიონ ლარს აღემატება. სატვირთო და სპეციალიზირებული ავტომობილების გაყიდვებით, კომპანია ერთ-ერთი ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე. მის მიერ საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიებისთვის მიწოდებულია ასობით თვითმცლელი, ამწე, სახანძრო-სამაშველო, დასუფთავების და სხვა დანიშნულების სპეციალური ავტომობილი.
,,ფორდის" სატვირთო ავტომობილების ცენტრის მშენებლობასა და აღჭურვაზე 8.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტირება, ნაწილობრივ, კომპანიის სახსრებით მოხდა, ნაწილობრივ საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში.
,,ფორდის" სატვირთო ავტომობილების ცენტრის გახსნას დაესწრნენ კომპანია ,, Ford Otosan"-ის გენერალური დირექტორი, ჰაიდარ იენიგუნი და კომპანიის სხვა ტოპ მენეჯერები. ასევე საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტურების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები