კომპანია "ჰიდროდიაგნოსტიკამ" ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმშიც წარმატებით გაუშვა. შედეგად, პოტენციური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალიზებული პროგრამა ჟინვალჰესის კაშხლის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს სირენების მეშვეობით წინასწარ გააფრთხილებს.
პროექტზე მუშაობა კომპანია "ჰიდროდიაგნოსტიკამ" 2018 წლის დასაწყისში იტალიელ პარტნიორებთან CAE და FIELD თან ერთად დაიწყო.
როგორც კომპანია "ჰიდროდიაგნოსტიკის" დირექტორი ირაკლი გაგუა აცხადებს, სირენები 5 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული. გარდა სიგნალის მეშვეობით მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილებისა, სისტემას აქვს შესაძლებლობა, სმს-ისა და მეილის სახით ყველა საჭირო დეპარტამენტსა თუ სამთავრობო სტრუქტურაში ინფორმაცია გაავრცელოს. შედეგად, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი უწყებები სათანადოდ და დროულად იქნებიან ინფორმირებულნი.