ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია GWS -მა, თელავში, ანტიკური ტრადიცია აღადგინა და ბახუსის ზეიმი თანამედროვე სახით გააცოცხლა. ღონისძიების მიზანი დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა აღდგენა-გაცოცხლება იყო. ღონისძიებას წინ უძღოდა მედიატური, რომელიც მოიცავდა ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ჩამოსასხმელი ხაზის ნახვასა და მასტერკლასს. მედიის წარმოამდგენლებმა რთველშიც მიიღეს მონაწილეობა. ბახუსი, იგივე დიონისე რომაულ მითოლოგიაში, მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, ხელში კი ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითაც ყველას შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია GWS-ის უცხოელი პატრნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩი საქართველოში. თელავის მერი, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და არაერთი ცნოაბდი სახე. სტუმრებს კომპანია GWS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლეპსიმ უმასძპინძლაბახუსის ზეიმზე წარმოდგენა პანტომიმის თეატრმა გამართა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი - ირაო. ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი. ახალაგზრდა მხატვრები ადგილზე ქმნიდნენ ჩანახატებს ბახუსის თემაზე. მათი დაჯილდოვება მოგვიანებით, სოციალური მედიით მოხდება. მოწვეულ ქალბატონებს ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები და თმისამაგრები დაურიგდათGWS ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი საწარმოა, რომელიც 1993 წელს, თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს ,,თელავი 2”-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით GWS-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 25 წლამდეა. 70%-ს ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგენს, 30 % კი საერთაშორისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომლებიც ,,თამადას”, ,,ძველი თბილისის”, ,,ადამანტი”, ,,ვისმინოსა” და ელიბოს სახითაა ცნობილი. ღონისძიებაზე gws-მა სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგინა ახალი პრემიუმ ბრენდის - ,,თამადას” დიდებული რეზერვი და ქვევრი.