კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან - Palitra News

კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან

2021-07-29 12:04:02+04:00

კომპანია „გუგლი“ და „ფეისბუქი“ აცხადებენ, რომ აშშ-ის თანამშრომლებმა ოფისში სამუშაოდ გამოცხადებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „გუგლი“ აღნიშნული რეგულაციის დაწესებას უახლოეს მომავალი სხვა რეგიონებშიც გეგმავს. ამასთან, „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კომპანიამ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 18 ოქტომბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.