ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას „მცდარ, ზიანის მომტან და არაგულწრფელ პროპაგანდაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
„ფრონტერას“ მტკიცებით, პრემიერ – მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, კომპანიას კვლავ გამოუგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ მთავრობა კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ "დროებით შეაჩერებს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ შეაჩერონ ეს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და ჩვენს კომპანიასთან უშუალოდ იმუშაონ, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.