„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში რიონის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე. როგორც მან განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებთან კომპანია საერთო ენის გამონახვას შეძლებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც „ნამახვანი ჰესი“ მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ხეობას.