საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.
საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.
პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.