ბრალდება დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ - კომპანია “ელფი” თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. კომპანია საქმიანობის ხელის შეშლაში მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესებს ხედავს. „ელფის“ დირექტორის განცხადებით, გიორგიძე სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე კომპანიის ტენდერში მონაწილეობას სხვადასხვა უკანონო მეთოდით უშლის ხელს. მისივე განმარტებით, გიორგიძე გასული წლის ტენდერიდანაც ცდილობდა “ელფის” ჩახსნას, თუმცა ვერ მოახერხა.