სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიასგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციიის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. როგორც „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ განაცხადა, მელიამ საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამოანიასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა შპს „ედლაინმა“ გაიმარჯვა, უკონკურენტო იყო. მელიამ განცხადება იმის შესახებ, რომ ტენდერი იყო უკონკურენტო 1-ელ მაისს გააკეთა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ტენდერის შედეგები 4 მაისს გახდა ცნობილი. გაიმარჯვა შპს „ედლაინმა“, რომელმაც საწყის ფასზე 177 399 ლარით ნაკლები - 709601ლარი შესთავაზა. მისი კონკურენტი 887000 ლარით შპს „სვოტ პროდაქშენი“ იყო