11:06
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთში მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო
19-10-2017

კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთში მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო. კომპანია ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე. გასულ წელს, როდესაც "ბადაგონმა" ჩინეთის შესაბამის უწყებაში ბრენდის რეგისტრირების შესახებ განაცხადი შეიტანა, გაირკვა რომ სასაქონლო ნიშანი უკვე რეგისტრირებული იყო ჩინური კომპანიის სახელზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით. სამართლებრივი დავა ქართული მხარის სასარგებლოდ  გადაწყდა და ჩინურ კომპანიას რეგისტრაცია გაუუქმდა.

პროცესის  მოგებას დიდწილად შეუწყო ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტის მიერ მანამდე განხორციელებულმა არაერთმა ძალისხმევამ. "ბადაგონის" მიერ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დავის მოგების საქმე ჩინეთის  ბაზარზე პირველი შემთხვევაა ქართულ კომპანიებს შორის.  აღნიშნულ პრეცედენტი  ღვინის  ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და საქპატენტის თავმდჯომარემ  ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ  ამგვარი პრობლემის წინაშე დგას დღეს თითქმის ყველა ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე, რაც ქართული პროდუქციის ფასზე, რაოდენობასა და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები