2019 წელს, კომპანია „აგროლეინი“ მოცვის ჩინეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა EastFruit-ს განუცხადა. მისივე თქმით, ჩინურ მხარესა და კომპანიას შორის შეთანხმება ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე შედგა, რომელიც ნოემბრის დასაწყისში, შანხაიში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ექსპორტი ქუვეითში, ყატარსა და არაბეთის საემიროებში უკვე განახორციელა. კომპანია „აგროლეინმა“ კენკრისა და ხილის დამუშავება/შეფუთვა 2017 წელს ბაღდათის რაიონში, დაიწყო. „აგროლეინის“ 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადეობა „ვარციხის პლანტაციები“, რომელიც მოცვისა და შავი ქლიავის პლანტაციებს ფლობს.