პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ, დაიხურა. სხდომის დახურვის საკითხს ოპოზიცისა და მმართველი გუნდის არაერთგვაროვანი რეაქციები და მცირე კამათი მოჰყვა. სხდომის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა "ევროპულ საქართველოს".
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამაც. მან უმრავლესობა სუბიექტურ მიდგომებში დაადანაშაულა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.