გახდება თუ არა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ისევ გიორგი კალანდარიშვილი - 9 წევრისაგან შემდგარმა კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს უკვე მოუსმინა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მან კომისიის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, ამიტომ აქვს მოლოდინი, რომ გასაუბრების შემდეგ ეტაპზე გადავა. თენგიზ თევზაძე, რომელიც ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთია, ვარაუდობს, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას კომისია არ დაახარვეზებს.