კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკებმა 2017 წელს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 206 მილიონ 674 ათას 869 ლარის მოგება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სამ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 157 მილიონ 632 ათას 53 ლარი შეადგინა. შედეგად, გამოდის, რომ მხოლოდ მეოთხე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 49 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 31,1%-ით მეტია.
კომერციული ბანკების 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ყველაზე მეტი მოგება - 80 მილიონ 384 ათას 176 ლარი "თიბისი ბანკმა" მიიღო; მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“ 74 მილიონ 969 ათას 554 ლარიანი მოგებით; ხოლო მესამე ადგილზე "ვითიბი ბანკია", რომელმაც საანგარიშო პერიოდში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან - 16 მილიონ 131 ათას 272 ლარის მოგება მიიღო.