2018 წლის იანვარში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 მილიონ 734 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 68 მილიონ 547 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებელი 58 მილიონ 813 ათასი ლარი იყო. ამასთან, 2018 წლის იანვარში ბანკების შემოსავლებმა 303 მილიონ 834 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 229 მილიონ 315 ათასი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, წინა თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიონ 312 ათასი ლარი; ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 27 მილიონ 342 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ბანკებმა 5 მილიონ 783 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.