07:55
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კომერციულმა ბანკებმა აპრილი 80,297 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს
21-05-2020

მარტის ზარალის შემდეგ, 2020 წლის აპრილი კომერციულმა ბანკებმა 80 მილიონ 297 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 მილიონ 101 ათასი ლარით მეტია, 2019 წლის აპრილში ბანკების წმინდა მოგება 64 მილიონ 196 ათას ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 308 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 113 მილიონ 268 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 11 მილიონ 581 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის აპრილში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 352 მილიონ 422 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 304 მილიონ 133 ათასი ლარი. აპრილში კომერციული ბანკების ხარჯებმა 266 მილიონ 702 ათასი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

AutoPlay
კახეთში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონაა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ამ დროისთვის უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
კახეთში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონაა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ამ დროისთვის უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
მეღვინეობა "ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000 წლიანი ტრადიციული მეღვინეობის და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქსტატი - წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები