2019 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:• საქართველოს ბანკი –99 065 797 ლარი• თიბისი ბანკი – 78 384 425 ლარი• ქართუ ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ – 14 339 254 ლარი• ბაზის ბანკი – 13 825 651 ლარი• ვითიბი ბანკი ჯორჯია – 10 067 967 ლარი2019 წლის 4 კვარტალში, 8 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 927 732 539 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 961 714 845 ლარი იყო. ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 4 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 392 114 132 ლარი შეადგინა. მას მოსდევს "საქართველოს ბანკი", რომელსაც 4 კვარტლის მონაცემებით, 390 435 262 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება "კრედო ბანკი", რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 27 699 088 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ლიბერთი ბანკი“ და "ბაზისბანკი" იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ გასულ წელს, შესაბამისად, 26 832 117 და 24 830 002 ლარი შეადგინა. "საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი" გიორგი კეპულაძე ამბობს რომ ბანკების მოგების ზდა იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ზრდიან სასესხო პორტფელს და აქტივებს. უფრო მეტად აფინანსებენ ბიზნესს და ასევე ფიზიკურ პირებს, რაც მათ საშუალებას აძლევს საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.