მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 191 მილიონი ლარი შეადგინა. ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 136 მილიონი ლარი შეადგინა.