კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის კოლეგიამ აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით 135 საქმის განხილვა დაასრულა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, მოსამართლეები საქმეებს სწრაფად განიხილავენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს.