2018 წლის ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 მილიონ 222 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, ივლისში ბანკების წმინდა მოგებამ 54 მილიონ 55 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 71 მილიონ 277 ათასი ლარი იყო. მთლიანად, 2018 წლის 7 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 464 მილიონ 455 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის იანვარ-ივლისში კი ბანკებმა 519 მილიონ 203 ათასი ლარის მოგება მიიღეს. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, ბანკების შემოსავლებმა 338მილიონ 827 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 271 მილიონ ,742 ათასი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში ბანკებმა 12 მილიონ 163 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.