არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 921მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის 25 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237 მილიონ 500 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 684 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა.
ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის, ეროვნული ვალუტით 3 მილიარდ 300 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7 მილიარდ 800 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული. ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის ოქტომბრის განმავლობაში 484 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და პირველი ნოემბრისთვის 13 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა.