კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 607 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 24 მილიარდ 800 ათასი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 190 მილიონ 700 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 416 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზარდა.ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.02 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.32 პროცენტული პუნქტით შემცირდა.