2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 904 მილიონ 50 ათასი ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველი მარტისთვის 57 მილიარდ 310 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64 პროცენტია.
2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.