ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 546 მილიონ 600 ათასი ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ნოემბრისთვის 46 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.9 პროცენტია.
სებ-ის ცნობით, 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.