ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მილიარდ 990 მილიონი ლარით ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5 მილიარდ 740 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.27 პროცენტია.
2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.