ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მილიარდ 800 მილიონი ლარით ანუ 4.5 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ივლისისთვის 43 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.