2019 წლის მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75 მილიონ 104 ათასი ლარი შეადგინა, რაც 572 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 75 მილიონ 676 ათასი ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 360 მილიონ 245 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 269 მილიონ 868 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 მილიონ 812 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 36 მილიონ 389 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32 მილიონ 536 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში ბანკებმა 11 მილიონ 5 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი შეადგინა.