კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ივლისი 63 მილიონ 493 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 72 მილიონ 296 ათასი ლარით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიონ 680 ათასი ლარი; ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა - 62 მილიონ 803 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, 2020 წლის ივლისში ბანკების შემოსავლებმა 398 მილიონ 676 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 326 მილიონ 905 ათასი ლარი იყო. რაც შეეხება ხარჯებს, ივლისში 330 მილიონ 439 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953 მილიონ 635 ათასი ლარი იყო. დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.