კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერი 64 მილიონ 641 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 31 მილიონ 722 ათასი ლარით ნაკლებია. აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება 96 მილიონ 363 ათას ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 595 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა ზარალმა 25 მილიონ 526 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31 მილიონ 665 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ამასთან, 2020 წლის სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 441 მილიონ 697 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 352 მილიონ 694 ათასი ლარი. სექტემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 373 მილიონ 735 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.