2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89 მილიონ 859 ათასი ლარი შეადგინა, რაც 41 მილიონ 738 ათასი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48 მილიონ 121 ათასი ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში, ბანკების შემოსავლებმა 357 მილიონ 895 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 255 მილიონ 647 ათასი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მილიონ 345 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 25 მილიონ 243 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 27 მილიონ 957 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ბანკებმა 12 მილიონ 143 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 869 მილიონ 798 ათასი ლარი იყო. წელს კი უკვე 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 795 მილიონ 615 ათასი ლარი შეადგინა.