მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები იზრდება. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, ბანკებში ათას 148 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,8%-ით მეტია. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში ბანკებს პრეტენზიით 840-მა ადამიანმა მიმართა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, განაცხადების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.
ამასთან, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან ბანკების მიერ მხოლოდ 16,9% ანუ 195 განაცხადი იქნა მიჩნეული საფუძვლიანად და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 68,6%-ის ანუ 788 განაცხადის შემთხვევაში ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 137 შემთხვევის განხილვა კი არ დასრულებულა.