კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით ანუ 2.32%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით ანუ 3%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით ანუ 1.70%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა.