კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558 მილიონ 650 ათასი ლარით ანუ 1.78%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 31 მილიარდ 920 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319 მილიონ 740 ათასი ლარით ანუ 2.3%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238 მილიონ 910 ათასი ლარით ანუ 1.37%-ით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4 მილიარდ 580 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 10 მილიარდ 670 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში 1.14%-ით, ანუ 179 მილიონ 70 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 15 მილიარდ 830 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.