კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 72.8% თბილისზე მოდის.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოს მდგომარეობით, დედაქალაქში გაცემული კრედიტების მოცულობამ 29 მილიარდ 170 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 341 მილიონ 280 ათასი ლარით მეტია. მთლიანად, კი აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში გაცემული სესხების მოცულობამ 40 მილიარდ 70 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, გაცემული კრედიტების მოცულობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთი.