2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში, 161 მილიონ 707 ათას 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ბანკების ხუთეულში ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ - 67 მილიონ 493 ათას 281 ლარით, მას მოსდევს „თიბისი ბანკი“ - 51 მილიონ 64 ათას 472 ლარით, მე-3 ადგილზე კი „ქართუ ბანკია“, რომელსაც 24 მილიონ 803 ათას 612 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება აქვს დასაკუთრებული. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და „ბაზის ბანკი“ ინაწილებენ, შესაბამისად, 8 მილიონ 483 ათას 208 და 7 მილიონ 174 ათას 86 ლარით.ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.