ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 679 მილიონ 100 ლარით ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და პირველი ოქტომბრისთვის 37 მილიარდ 800 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.5 პროცენტია.
2018 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.