2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 83 მილიონ 557 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 4 მილიონ 329 ათასი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 მილიონ 302 ათასი ლარით ნაკლებია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 89 მილიონ 859 ათასი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში - 87 მილიონ 887 ათასი ლარი იყო.
საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკებმა 821 მილიონ 616 ათასი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონ ათასი ლარით მეტია. ამასთან, მიმდინარე წლის ნოემბერში, ბანკების შემოსავლებმა 394 მილიონ 811 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 305 მილიონ 197 ათასი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 5 მილიონ 554 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკებმა 821 მილიონ 616 ათასი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914 მილიონ 718 ათას 28 ლარი შეადგინა.