2018 წლის მარტის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 მილიონ 459 ათასი ლარით შეუმცირდათ. კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75 მილიონ 676 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 115 მილიონ 135 ათასი ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 337 მილიონ 440 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 253მილიონ 160 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიონ 75 ათასი ლარი; საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან - 35 მილიონ 871 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა კი - 15 მილიონ 613 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მარტში ბანკებმა 8 მილიონ 192 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.