კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ. საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, ბაზელ სამის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი" დამტკიცდა.
აღნიშნული წესის მიზანი, კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. მათივე ინფორმაციით, მოცემული წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ სამის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ.