კომპანია „უჯაფო“, რომელიც დაჭრილ ხილსა და ბოსტნეულს ინოვაციური შეფუთვით აწარმოებს იყიდება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „უჯაფოს“ გასხვისების მთავარი მიზეზია ის, რომ ორივე მეწილე საქართველოს დატოვებას გეგმავს, რასაც პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც ემატება. როგორც კომპანიაშია აცხადებენ„უჯაფოთი“ რამდენიმე ადგილობრივი ინვესტორი უკვე დაინტერესდა.
ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე „უჯაფო“ დაახლოებით, სამი წლის წინ გამოჩნდა და პროექტის განსახორციელებლად 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. კომპანიის პირველი პროდუქტი ინოვაციურ, ვაკუუმ შეფუთვაში მოთავსებული დაჭრილი კარტოფილი იყო.
მოგვიანებით, წარმოებას გარჩეული ბროწეული, დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ორი სახეობის ბულგარული წიწაკაც დაემატა.