კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინისტრი საავადმოყოფოში 13 იანვარს გადაიყვანეს და მას შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. ტრუხილიო ამ დროის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
კოლუმბიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს სულ მცირე 52 000 ადამიანი ემსხვერპლა.