კოლუმბიაში სენატის სხდომა ვირთხებმა შეაჩერეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პარლამენტის დარბაზში აივნიდან ოთხი ვირთხა დემონსტრანტებმა ისროლეს და მემარჯვენე სენატორების მხარეს გაუშვეს. აღსანიშანვია რომ ლათინურ ამერიკაში ვირთხები ქურდობის და კორუფციის სიმბოლოა. ცალკეულ კოლუმბიელ კანონმდებლებს სწორედ მექრთამეობაში ადანაშაულებენ.